არც ერთ ინტერვიუს არ მივცემ ტვ ნადეჟდას

ანტისაოკუპაციო მოძროაბა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს:

“აქამდე ჩემი დამოკიდებულება და პოზიცია ტვ იმედის მიმართ არ დამიფიქსირებია. ამ ტელევიზიაში ჩემი არაერთი მეგობარი მუშაობს. ალბათ ამიტომაც ვცდილობდი მუდამ მეპოვნა გამართლება იმ სარედაქციო პოლიტიკის მიმართ, რომელიც საზოგადოების უდიდესი ნაწილის გულისწყრომას საკმაოდ დიდი ხანია იწვევდა.
დღეს, გადაცემა “იმედის კვირა” ში გავიდა სიუჟეტი ხურვალეთის მოვლენებთან დაკავშირებით.
არ დავიწყებ დეტალიზაციას. მოკლედ ვიტყვი. ამაზრზენი სიუჟეტი. მიკერძოებული, სიუჟეტი, რომელიც ემსახურებოდა საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ რუსი არ გადმოსულა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რომ ჩვენ დეზინფორმაციის გამვრცელებლები ვართ.
მოკლედ, ყოველგვარ ურთიერთობას ვწყვეტ ამ ტელევიზიასთან. უარს ვამბობ ამ ტვ ნადეჟდას ახალ პროექტში მონაწილეობაზე.
არც ერთ ინტერვიუს არ მივცემ ტვ ნადეჟდას და იგივეს მოგიწოდებთ ყველას.
ტვ “ნ ა დ ე ჟ დ ა”!””-წერს დავით ქაცარავა

banner
წინა სტატიაშიტექნიკის საწყობში ხანძარი უკვე ლოკალიზებულია-დამწვარია 1 800 კვ/მ ფართობი
შემდეგი სტატიართული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა