ტედროს გებრეიესუსმა გიორგი გახარიას ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გაკეთებული გზავნილისთვის მადლობა გადაუხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეიესუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გაკეთებული გზავნილისთვის მადლობა გადაუხადა. განცხადება Twitter-ზე ტედროს გებრეიესუსის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ქართველი ხალხისადმი და განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაკეთებული შესანიშნავი გზავნილისთვის, რომლითაც ის ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გამოვიდა.

ჩვენ ერთად ვიბრძვით „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია: ამ ეტაპზე ქვეყანაში პრეპარატ „პლაქველინის“ მარაგი, რომლითაც კორონავირუსით ინფიცირებულებთან მკურნალობა ტარდება, საკმარისია
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი უკვე 2 ადამიანს დაუდასტურდა