ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი უკვე 2 ადამიანს დაუდასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19 უკვე 2 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ განაცხადეს ოპერატიული შტაბის სხდომაზე, რომელიც დღეს სოხუმში გაიმართა. პირველი პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმისაა. შემოწმებულ იქნა ადამიანთა ჯგუფი, ვისთანაც მას ჰქონდა კონტაქტი. კორონავირუსი ერთ მათგანს დაუდგინდა. ახლა იგი თვითიზოლაციაში იმყოფება, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტესტირება კიდევ ხუთ ადამიანს ჩაუტარდა, ანალიზის პასუხები უარყოფითია.
რაც შეეხება ახლაგაზრდა კაცს, რომელიც დღეს დილით გარდაიცვალა საავადმყოფოში, ტესტირების შედეგად მას კორონავირუსი არ დაუდგინდა. ქალაქში დილიდან მასიურად ვრცელდებოდა ხმები მისი ინფიცირების თაობაზე, რომელმაც თითქოს გამოიწვია სიკვდილი.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა მძიმე მდგომარეობაში მოათავსეს საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც მიუხედავად მიღებული ზომებისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

https://youtu.be/pyYXh06V5FY

 

banner
წინა სტატიაშიტედროს გებრეიესუსმა გიორგი გახარიას ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გაკეთებული გზავნილისთვის მადლობა გადაუხადა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი 211-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 50 ადამიანი