ტარმპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე რეკს ტილერსონი დაასახელა

აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნავთობკორპორაცია Exxon Mobil-ის დირექტორი რექს ტილერსონი სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაასახელა. ტილერსონის კანდიდატურა, რომელსაც ასევე “პუტინის მეგობარსაც” უწოდებენ, სენატმა უნდა დაამტკიცოს.
ტრამპის შტაბის განცხადების თანახმად, ტილერსონმა “რეგიონის სტაბილურობა და აშშ-ს მნიშვნელოვანი ინტერესების დაცვა უნდა უზრუნველყოს ეროვნული უსაფრთხოების კუთხით”.
იმის მიუხედავად, რომ კანდიდატს დიპლომატიური გამოცდილება არა აქვს, ტრამპის განცხადებაში ნათქვამია, რომ “მას მდიდარი გამოცდილება აქვს გეოპოლიტიკურ აზროვნებაში”.
ტილერსონი წლების მანძილზე მუშაობდა რუსეთთან, ის რუსეთის მეგობრობის ორდენის კავალერია, რომელიც პირადად ვლადიმირ პუტინმა გადასცა. ექსპერტები თვლიან, რომ ამის გამო, სენატმა, შესაძლებელია, კანდიდატი არ დაამტკიცოს – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშიგაეროს გენერალური მდივანი “ალეპოს არაადამიანურობებზე” საუბრობს
შემდეგი სტატიამერკელი და ოლანდი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების წინადადებით გამოდიან