ტაჯიკ ჟურნალისტებს ენის ნორმების დარღვევისთვის დააჯარიმებენ

ტაჯიკეთის ხელისუფლების ტერმინოლოგიისა და ენის კომიტეტმა გადაწყვიტა დააჯარიმოს ჟურნალისტები, რომლებიც ტაჯიკური ენის ნორმებს დაარღვევენ.
ჯარიმის ოდენობა 75-100 დოლარით განისაზღვრება, იურიდიული პირებისა და ჩინოვნიკებისათვის – 150-200 დოლარით.

კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ჟურნალისტებმა ხშირად დაიწყეს უბრალო ადამიანებისათვის გაუგებარი სიტყვების გამოყენება.
“ზოგიერთი ჟურნალისტი თავის მასალაში 10-მდე ასეთ სიტყვას იყენებს. ის უბრალო მკითხველისთვის, მსმენელისთვის, მაყურებლისთვის გაუგებარია, ამასთანავე, სახელმწიფო ენის ნორმებს უხეშად არღვევენ. ჩვენ გვაქვს გრამატიკა, მართლწერის წესები, სახელმწიფო ენის ნორმების დაცვის მოთხოვნა, რაც უნდა დავიცვათ” – განაცხადა გავხარ შარიფზოდამ.

კომიტეტი სპეციალური ჯგუფის შექმნას აპირებს, რომელიც მედიას გააკონროლებს.
აპრილის ბოლოს ტაჯიკეთში ოფიციალურად აიკრძალა სახელისა და გვარის რუსული მანერით დარეგისტრირება.

banner
წინა სტატიაში“საიდუმლო ინფორმაციებისადმი კონკრეტული ადამიანების წვდომის შესახებ სამართალდამცავებისთვის დიდი ხანია ცნობილია”
შემდეგი სტატიაგერმანელებმა ჰამაკებში კოლექტიურ წოლაში მსოფლიო რეკორდი დაამყარეს