ტაივანში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს

ტაივანი პირველი აზიური ქვეყანაა, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა. ქვეყნის პარლამენტმა 17 მაისს მიიღო შესაბამისი კანონი, რომლის თანახმადაც ერთნაირსქესიან წყვილებს სახელმწიფო დაწესებულებებში რეგისტრირება შეუძლიათ. კანონით, ასევე, განსაზღვრულია მემკვიდრეობის შესახებ უფლებები. კანონი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ხელს ქვეყნის პრეზიდენტი ცაი ინვერი მოაწერს. “დღეს ტაივანში სიყვარულმა გაიმარჯვა. რეალური თანასწორობისკენ ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით და ჩვენი ქვეყანა უკეთესი გავხადეთ” – პრეზიდენტმა საკუტარ “ტვიტერზე” დაწერა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიბუნდესვერის ჯარისკაცების ტელეფონებს ინტერნეტთან წვდომა არ ექნებათ
შემდეგი სტატიალეიბორისტებმა “ბრექსიტთან” დაკავშირებით ტერეზა მეისთან მოლაპარაკებები შეწყვიტეს