ლეიბორისტებმა “ბრექსიტთან” დაკავშირებით ტერეზა მეისთან მოლაპარაკებები შეწყვიტეს

ტერეზა მეისთან ექვსი კვირის წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა განაცხადა, რომ ის ჩავარდა. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ პირობებზე მოლაპარაკებები “ისე ღრმად შევიდა, რამდენადაც შესაძლებელი იყო”, მაგრამ ლეიბორისტების ლიდერი ფიქრობს, რომ მეისთან კომპრომისის მიღწევა შეუძლებელია – კორბინის 17 მაისს გავრცელებულ წერილშია ნათქვამი, რომელიც მან ბრიტანეთის პრემიერს გაუგზავნა.
ლეიბორისტების ლიდერის თქმით, მთავრობასა და ლეიბორისტებს შორის ძველებურად “მნიშვნელოვანი პოლიტიკური უფსკრული არსებობს”, გარდა ამისა, მთავრობის “სისუსტისა და არასტაბილურობის გამო” იმის რწმენა არ არსებობს, რომ მეისთან შესაძლებელია მოლაპარაკებებზე კომპრომისის მიღწევა – ნათქვამია დოკუმენტში – წერს “დოიჩე ველე”.
ჯერემი კორბინმა წერილში, ასევე, აღნიშნა, რომ მისი პარტია მომავალშიც მეის გეგმის წინააღმდეგ გამოვა.

14 მაისს ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ბრიუსელთან მიღწეული შეთანხმების შესახებ კენჭისყრას ივნისის დასაწყისში გაიტანს პარლამენტში.
თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ბრიტანეთი ევროკავშირიდან 29 მარტს უნდა გასულიყო.

banner
წინა სტატიაშიტაივანში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს
შემდეგი სტატიაკიბოს განკურნება შესაძლებელია – ბრიტანელი მეცნიერები