ტაილანდის პრემიერი: ქალები არიან, როგორც კანფეტი, მათი გემოს გასინჯვას გადაიფიქრებენ, თუკი ისინი შეფუთული არ არიან

ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა პრაიუტ ცან-ოჩმა ქალებს მოუწოდა უფრო მოკრძალებულად ჩაიცვან და ისინი კანფეტს შეადარა – The South China Morning Post-ი წერს.
მთავრობის მეთაურმა, ტაილანდური ახალი წლის მისადგომებთან, მკაცრად გააკრიტიკა ისინი, ვინც მკაცრ მორალურ პრინციპებს არ იცავს. მისი თქმით, მისი მთავრობა გააკონტროლებს ქალების ჩაცმულობას ეროვნულ ტრადიციასთან მიმართებაში. პოლიციამ უკვე მიიღო განკარგულება ტოპ ტანსაცმელში ჩაცმული მოცეკვავეები დაბლოკოს, რომლებიც ახალი წლის აღსანიშნავად ქუჩებში გამოჩნდებიან.

“ქალბატონებს ვთხოვ, სინგკრანის მსვლელობისას ტაილანდურ სტილში ჩაიცვან, ასეთ შემთხვევაში ისინი ლამაზად და ცივილურად იქნებიან. ქალები არიან, როგორც კანფეტი – ირისი ან კარამელი, მათი გემოს გასინჯვას გადაიფიქრებენ, თუკი ისინი შეფუთული არ არიან”. კარგად შეფუთული კანფეტი, პრემიერის თქმით, დიდხანს ინახება.
ტაილანდში ახალ წელს 13-15 აპრილს ზეიმობენ.

banner
წინა სტატიაშიქვემო ფონიჭალაში მოხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
შემდეგი სტატიაკანადელი შარვალში მყოფი კუს გამო ციხეში გაუშვეს