ქვემო ფონიჭალაში მოხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

ამ დროისათის არსებული ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში მკვლელობა ავტოსახელოსნოში მოხდა, სადაც გარდაცვლილები ავტომობილის შესაკეთებლად იყვნენ მისული.

ადგილობრივების განმარტებით, თავდამსხმელების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის შედეგად დაჭრილის მდგომარეობა, რომელიც სახელოსნოში ელექტრიკოსად მუშაობდა, მძიმეა. არსებული ინფორმაციით, ავტოსახელოსნოში მყოფ პირებს თავდამსხმელებმა მწვანე ფერის “ოპელის” მარკის ავტომობილიდან გაუხსნეს ცეცხლი. ასევე ცნობილი ხდება, რომ გარდაცვლილებს რუსეთის ბიზნესი ჰქონდათ და იქ საქმიანობდნენ.  ადგილობრივების თქმით, თავდასხმა სწორედ მასზე განხორციელდა, ხოლო მეორე გარდაცვლილი შემთხვევით მოკლეს

ქვემო ფონიჭალაში შეიარაღებული თავდასხმა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მოკლულია ორი ადამიანი და დაჭრილია ერთი. შსს-ს ინფორმაციით,
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლითაა აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ჩინელ გეებს ქორწინების რეგისტრაციაზე უარი უთხრა
შემდეგი სტატიატაილანდის პრემიერი: ქალები არიან, როგორც კანფეტი, მათი გემოს გასინჯვას გადაიფიქრებენ, თუკი ისინი შეფუთული არ არიან