ტაილანდის გამოქვაბულში: რა მოუვათ ბავშვებს სიბნელეში?

ტაილანდში 12 მოზარდს და მათ მწვრთნელს, გამოქვაბულში, სადაც ისინი იპოვეს, შესაძლებელია, კიდევ რამდენიმე თვეს მოუწიოთ დარჩენამ. რა გავლენას მოახდენს მზის სხივის უქონლობა მათზე და რას ამბობენ ამაზე მეცნიერები – “ბიბისიმ” სპეციალური სტატია მოამზადა.

გამოქვაბულში სიბნელეა, ნესტია და გარეთ გამოსვლა ძალიან საშიშია. მოზარდებისა და მათი მწვრთნელისთვის საბედნიეროდ, ახლა უკვე მთელმა მსოფლიომ იცის ისინი სად იმყოფებიან. ათდღიანი ძებნის მერე მათი პოვნის შემდეგ, ჯგუფს უკვე აქვს საკვები, სამედიცინო დათვალიერებამ კი აჩვენა, რომ მათგან არავინ არის სერიოზულად ავად. თუმცა, წვიმის სეზონი გრძელდება და უახლოეს დღეებში ახალი ნალექია პროგნოზირებული.

ამიტომ ტაილანდის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა გუშინ განაცხადეს, რომ წვიმების გამო, მოზარდებს და მწვრთნელს, შესაძლებელია გამოქვაბულში ოთხი თვე მოუწიოთ ყოფნამ, მანამდე, სანამ წყლის დონე არ დაიწევს, რომლის შემდეგადაც მათი გამოქვაბულიდან გამოყვანა შესაძლებელი გახდება ისე, რომ რისკის ქვეშ არავინ მოექცევა.
თავისთავად, მიწისქვეშ, ასობით მეტრის სიღრმეზე ყოფნა ფსიქოლოგიური ტრავმაა. ამას ემატება, მზის სხივის არ არსებობა, რომელიც დროის შეგრძნებასა და აღქმაში უცნაურად მოქმედებს, განსაკუთრებით ბავშვებში. ამან შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, უძილობა და ჯგუფში კონფლიქტი.

რა იციან მეცნიერებმა იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებს ორგანიზმი და გონება სიბნელეში ცხოვრებაზე და რითი შეიძლება მას უშველონ. მსგავსი რამ პირველად არ ხდება – ადამიანებს თვეები ადრეც გაუტარებიათ გამოქვაბულის სიბნელეში.

1962 წელს ფრანგი გეოლოგი და სპალეოლოგი მიშელ სიფრი ექსპერიმენტის სახით ორი თვე იმყოფებოდა ალპების ყინულოვან გამოქვაბულში სკარასონი, რომელიც საფრანგეთ-იტალიის საზღვარზე მდებარეობს. სიფრს გააზრებულად არ ჰქონია მზის სხივამდე წვდომა, ასევე, არ ჰქონდა საათი, კალენდარი, გარე სამყაროსთან კონტაქტი. ის დღიურში წერდა თავის მოქმედებებს და ყოველ გაღვიძებაზე, ჭამაზე ან დაწოლისას მაღლა რეკავდა. ამასთანავე, მისი ჯგუფის წევრები მეცნიერს არ ებნებოდნენ რა დრო იყო.

ორი თვის შემდეგ, როცა კოლეგებმა დაურეკეს სიფრს, რომ ეცნობებინათ, რომ ორი თვე გავიდა, მეცნიერმა მათ არ დაუჯერა – ის დარწმუნებული იყო, რომ მხოლოდ ერთი თვე იყო გასული. მისი დროის ფსიქოლოგიური აღქმა მუდმივი სიბნელით არეული იყო.

როცა გასულ ორშაბათს ბრიტანელმა მყვინთავებმა დაკარგული ბავშვები იპოვეს, ერთ-ერთი პირველი შეკითხვა, რომელიც მოზარდებმა დასვეს იყო – რა დრო იყო გასული.

სიფრის მიწისქვეშა დღიურები ერთ ძალიან საინტერესო ფენომენზე მიუთითებენ: იმის მიუხედავად, რომ ის დროის თითქმის მესამედს ძილში ატარებდა (ზუსტად ისე, როგორც ამას ნორმალურ ცხოვრებაში აკეთებდა), მისი “ძილ-ღვიძილის” ციკლი იყო არა 24 არამედ 24,30 საათიანი.
მისმა ორგანიზმმა საკუთარი შინაგანი დრო გამოიმუშავა არა საათების მიხედვით, როგორც ამას ვშვებით ხოლმე. მასზე უკვე არ მოქმედებდა მზის ამოსვლები და ჩასვლები.
მსგავსი ფენომენი ახასიათებთ მხედველობადაქვეითებულებსაც. მათი შინაგანი საათი განსხვავებულია, მაგრამ მთავარია, რომ მათი დრო შესაბამისობაში არ არის გარე სამყაროსთან.

ისინი, ვისი დღიური ციკლიც 24,5 საათიანია, შესაძლებელია დღეს დილის 8 საათზე ადგნენ, სამშაბათს – ცხრის ნახევარზე, ოთხშაბათს კი ცხრა საათზე და ა.შ. მანამდე, სანამ ორი კვირის შემდეგ ორგანიზმი არ გადაწყვეტს, რომ ახლა საღამოს 8 საათია, თუმცა, ამ დროს დილის 8 საათი იქნება.
ამ ფენომენს სამედიცინო სახელი ქვია – ძილის ფაზის შეჩერება. მისთვის დამახასიათებელია როგორც ძილის კარგი პერიოდები (როცა შინაგანი საათი მიმდინარეს ემთხვევა), ასევე ცუდი – დღის მანძილზე ძილიანობის გაზრდა. ამ შინაგან რიტმებს გენერირებას თავის ტვინში ჰიპოთალამუსის არეში მდებარე პატარა ადგილი უწევს – სუპრაქიაზმატიკური ბირთვი, რომელსაც წააწყდებით, თუკი თავში მოგივათ უცნაური იდეა წამწამებს შორის დაახლოებით 2 სანტიმეტრის ნახვრეტი გაიკეთოთ. სუპრაქიაზმატიკური ბირთვი მუშაობს მაშინაც, როცა თქვენი შინაგანი საათი დღე-ღამის მანძილზე წინ მიდის ან უკან რჩება. მზის სხივი, რომელიც ყოველდღე ხვდება თვალში, თითქოს ხელს აჭერდეთ “გადატვირთვის” ღილაკს, შინაგანი “დღე-ღამის” ციკლთან სინქრონირებას ახდენს .

თუკი თქვენ მოხვდით გამოქვაბულში, ან სხვა მიზეზით გარე სამყაროსთან კავშირი დაკარგეთ, თქვენი ორგანიზმი საკუთარი დროით დაიწყებს მუშაობას – ისე, როგორც ეს ახლა ტაილანდის გამოქვაბულში მყოფ მოზარდებთან ხდება.

ჩვენი ორგანიზმის სხვა ქსოვილებშიც არის თავისი საათი და როგორც წესი, სუპრაქიაზმატიკური ბირთვი მათ ერთმანეთთან აკავშირებს. დღე-ღამის რიტმის არევა ხშირად იქვევს დეპრასიას, უძილობას, ირღვევა საჭმლის მონელება და კონცენტრაცია.

ანდრეა დანეზეს, ლონდონელი ბავშვთა ფსიქიატრის თქმით, მსგავსი შედეგი, შესაძლებელია, ტაილანდელ ბავშვებშიც დადგეს, თუმცა, იმის გააზრებამ, რომ ისინი ერთის ნაწილი არიან, კოლექტივი, ფახბურთის გუნდი, შესაძლებელია, მსგავსი შედეგები არ გამოიწვიოს. მისი რეკომენდაციაა მოზარდებს ხშირად და გასაგებად აუხსნან არსებული სიტუაცია, რომ ფსიქოლოგიური ტრავმის მინიმალიზება მოხდეს.

 

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშიტრამპმა აშშ-ს ორ წამყვან გაზეთს კრახი უწინასწარმეტყველა
შემდეგი სტატიაკატა ლიშიო პოლონელ აკადემიკოსს ინტერვიუს დროს მხრებზე ააცოცდა (ვიდეო)