სვანეთში დაკარგულ 13 წლის მოზარდს მეცხრე დღეა ეძებენ

სვანეთში დაკარგულ 13 წლის მოზარდს, ილია ფილფანს მეცხრე დღეა უშედეგოდ ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად სამძებრო სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაცაა ჩართული.

ოჯახის განმარტებით, ილია ფილფანი მესტიისა და სოფელ ლენჯერის შემოგარენში ველოსიპედით ხშირად დადიოდა, ამიტომ ძირითადად სამძებრო სამუშაოები მდინარე მესტია ჭალას სანაპირო ზოლსა და მთებში, საცალფეხო ბილიკებით მისასვლელ ფერდობებზე მიმდინარეობდა, თუმცა მაშველებმა კვალს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.

შეგახსენებთ, რომ მოზარდი 18 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია და მეხანძრე-მაშველები. 13 წლის ბიჭს ეძებენ დრონებითაც. 20 ივლისს სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვერტმფრენიც ჩაერთო.

13 წლის ბიჭის გაუჩინარებაზე გამოძიება143-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს წინასწარი შეცნობით.

სტატისტიკური მონაცემებით 2020 წლის იანვრიდან ამ დრომდე ეძებენ 20 ადამიანს, მათ შორის სამი არასრუწლოვანია. 8 გაუჩინარებული კი გარდაცვლილი იპოვეს.

banner
წინა სტატიაშილენტეხში სტიქიამ ექვსი სოფელი დააზარალა
შემდეგი სტატიადაბადების დღის ცენტრი არის ადგილი, სადაც დაიწყო და დასრულდა ამბავი – ელისო კილაძე შაქარაშვილის საქმეზე