ლენტეხში სტიქიამ ექვსი სოფელი დააზარალა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ექვსი სოფელი დააზარალა.

სტიქიის მიზეზით, ჩაკეტილია გზები, დაზიანებულია მოსახლეობის კუთვნილი სახნავ-სათესი ფართობები და სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ლენტეხის სოფლებში ამ დროისთვისაც ძლიერი წვიმაა. დაზარალებულ სოფლებში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ სოფელ არაგვისპირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, პოლიციის თანამშრომელი დააკავა
შემდეგი სტატიასვანეთში დაკარგულ 13 წლის მოზარდს მეცხრე დღეა ეძებენ