დაბადების დღის ცენტრი არის ადგილი, სადაც დაიწყო და დასრულდა ამბავი – ელისო კილაძე შაქარაშვილის საქმეზე

დაბადების დღის ცენტრი არის ადგილი, ჩემი არამხოლოდ ვერსიით, არამედ დასაბუთებულად, ამ ჩვენებებიდან გამომდინარე, სადაც დაიწყო ამბავი და სადაც დასრულდა ამბავი, – ამის შესახებ “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორმა, ჟურნალისტ-გამომძებელმა ელისო კილაძემ “მთავარი არხის” ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ისაუბრა.

ნიკა გვარამიას შეკითხვაზე, რა აძლევს მთავარ მინიშნებას, რომ შესაძლებელია, ეს ყველაფერი აქვე დასრულებულიყო, ელისო კილაძე პასუხობს, რომ: “ჟვანიას ჩვენება, როცა ის ამბობს, მას შემდეგ რაც და ჩვენ დროებით დავთვალეთ დღეს რომ “მერსედესი” მობრუნდა და ამაში სულ სამი წუთი სჭირდება, იმავე ადგილას მისვლას სადაც მეორედ ხდება ჩხუბი. ამ ჩვენებაში ის ამბობს, რომ შევიდა, ჩაუხვია, ორი კაცი მიიყვანა და მორჩა. არავინ აღარ ეკითხება, არავინ არავის, გამოძიებას ვგულისხმობ, ვინ ორი კაცია, დამხვედრი პირები ამბობენ, რომ ოთხნი მოვიდნენ.. ისინი გამთენიისას იყვნენ, ვინ ჩააბარა აგარაკი.. ანი გაბეჩავა იყო არასრულწლოვანი და აგარაკი მას არ ჩაუბარებია. ის აგარაკის ტერიტორიას ტოვებს მეგობრებთან ერთად და მიდის ირაკლი წაქაძესთან ერთად ლისზე”.

შეგახსენებთ, რომ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ “მთავარი არხის” გუნდთან ერთად იძიებს არა შაქარაშვილის მკვლელობას, არამედ იმას, თუ ვინ “ფარცხავს” ამ საქმეს.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული.

banner
წინა სტატიაშისვანეთში დაკარგულ 13 წლის მოზარდს მეცხრე დღეა ეძებენ
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, 1 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ერთის წყარო კი გაჩიანია