სუს – ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ადამიანის დაკავების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსი სამხედროების მიერ ორი პირის დაკავების ფაქტს ადასტურებენ.

როგორც ჟურნალისტებს სუს-ში განუცხადეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„ვიყენებთ ყველა მექანიზმს, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს მათი გათავისუფლება“, – აცხადებენ სუს-ში.

შეგახსენებთ, ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალებმა ორი ადამიანი დააკავეს. პირველი არხის ინფორმაციით, გატაცებულთაგან ერთი მამათა მონასტრის ბერ-მონაზონია, ხოლო მეორე მრევლის წევრი. ისინი სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით არიან დაკავებული. არსებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ისინი მონასტრის მიმდებარედ, წყაროსთან დააკავეს.
წყარო: 1tv.ge

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველო“ თბილისის სპორტის სასახლეში დღეს მხარდამჭერებთან შეხვედრას გამართავს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილილი: ქვეყანა დგას ორ ფეხზე – ერთი არის განათლება და მეორე ჯანდაცვა