სალომე ზურაბიშვილილი: ქვეყანა დგას ორ ფეხზე – ერთი არის განათლება და მეორე ჯანდაცვა

სალომე ზურაბიშვილილი: ქვეყანა დგას ორ ფეხზე – ერთი არის განათლება და მეორე ჯანდაცვა
ამის შესახებ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. “ქვეყანა დგას ორ ფეხზე – ერთი არის განათლება და მეორე ჯანდაცვა. დღეს საინტერესო შეხვედრა მქონდა ექიმებთან. იყო ძალიან საინტერესო იმით, რომ გამოჩნდა არა მხოლოდ ის ნაკლოვანებები, რაც არსებობს და რაზეც უნდა ვიმუშაოთ, არამედ ის ძალიან დიდი პოტენციალი, რაც არსებობს საქართველოში ამ სფეროში და რისი განვითარებაც შეგვიძლია. მედეას ქვეყანა მედიცინის ქვეყნად უნდა ვიქცეთ და უფრო განვვითარდეთ ამ მიმართულებით. ექიმების მზად არიან, ჩაერთონ და ერთად ვიფიქროთ ამ დარგის განვითარებაზე. ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი იმედის მომცემი და ძალიან სწრაფად ისევ შევიკრიბებით, რომ ამ მიმართულებით უფრო ჩამოვყალიბდეთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისუს – ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ადამიანის დაკავების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია
შემდეგი სტატიასასამართლომ გრიგოლ ვაშაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა