„ევროპული საქართველო“ თბილისის სპორტის სასახლეში დღეს მხარდამჭერებთან შეხვედრას გამართავს

„ევროპული საქართველო“ თბილისის სპორტის სასახლეში დღეს მხარდამჭერებთან შეხვედრას გამართავს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის მხარდამჭერები საქართველოს ყველა რაიონიდან ჩამოვლენ. საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ პარტიის ლიდერები და „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე.

„ევროპულ საქართველოს“ და მის კანდიდატს დავით ბაქრაძეს მხარდაჭერას უცხადებს ცნობილი ლიტველი დისიდენტი და ლიტვის პირველი პრეზიდენტი ვიტაუტას ლანდსბერგისი. ლანდსბერგისი შეკრებილებს ვიდეოს საშუალებით მიმართავს“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ თბილისში გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიასუს – ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ადამიანის დაკავების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია