სუს-ი დიპლომატებსაც უსმენს

“ქართული ოცნება” საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიის თანამშრომლებს ფარულად იწერს.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, სუს-დან გაჟონილ ათასობით ფაილში – მრავლად არის დოკუმენტები, კრებსები, რომლებიც დიპლომატიური მისიების თანაშრომლებს შეეხება. ამასთანავე, საუბრების შინაარსში განსაკუთრებული არაფერია, თუმცა მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ საქართველოში უსმენენ ყველა დიპლომატს.

ფაილების მიხედვით, უსმენენ და იწერენ: ამერიკის საელჩოს თანამშრომლებს, აშშ-ის საელჩოს მედიაკომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსს, საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსს, ელჩი კელი დეგნანის თანაშემწეს.
ქვეყანაში უთვალთვალებენ გერმანიის ელჩის ასისტენტსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

ჩანაწერების მიხედვით, სია გრძელია და ირკვევა, რომ სუს-ში უსმენდნენ ისრაელის ელჩს, მის ასისტენტსა და პირად მდივანს.

ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს
შემდეგი სტატია“გავარკვევ, რა არის მათი განზრახვა” – მელაძეს პროკურატურაში კითხავენ