“გავარკვევ, რა არის მათი განზრახვა” – მელაძეს პროკურატურაში კითხავენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო ფაილების გავრცელების საქმეზე თბილისის პროკურატურაში მედიის წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს.

უწყებაში ცოტა ხნის წინ შევიდა “TV პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.

“დღის პირველ ნახევარში შედგა კომუნიკაცია თბილისის პროკურორსა და ჩემს შორის,. დამიკავშირდა და მითხრა, რომ უნდოდა ჩემი გამოკითხვაზე დაბარება ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საქართველოში ტოტალურ მოსმენებს მღვდლების, მონაზვნების, ეპისკოპოსების და პატრიარქის გარემოცვის.

ახლა, როდესაც შევალ გასაუბრებაზე, გავარკვევ რა არის მათი განზრახვა, კითხვებიდან ძალიან მარტივი იქნება ამ განზრახვის დადგენა – ისინი რეალურად იძიებენ იმ ადამიანს, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, თუ მათი სურვილია, რომ პასუხისგებაში მისცენ იმ ათობით ათასი უკანონო ჩანაწერის გამკეთებელი, ვინც ამას წერდა ამდენი ხნის განმავლობაში”, – თქვა ნოდარ მელაძემ.

banner
წინა სტატიაშისუს-ი დიპლომატებსაც უსმენს
შემდეგი სტატიათბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის პროდუქტების დარიგება დაიწყო