ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს

ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს.

ამ მიზნით ფრაქცია სხვა ოპოზიციურ ძალებთან პოლიტიკური კონსულტაციების გამართვას გეგმავს, რათა საგანგებო სხდომის მოწვევისთვის საჭირო 38 ხმა შეგროვდეს.

ფრაქციის წევრები განმარტავენ, რომ საგანგებო სხდომაზე უნდა გაიმართოს პოლიტიკური დებატები ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. ამასთან, ფრაქცია ასევე ითხოვს პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის მისვლას, რათა მან ჩანაწერებთან დაკავშირებით კითხვებს პასუხები გასცეს.

banner
წინა სტატიაშიეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ხელფასების ზრდა გარდაუვალია და ეკონომიკა ჯანსაღდება
შემდეგი სტატიასუს-ი დიპლომატებსაც უსმენს