სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ნაძალადევის

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ნაძალადევის
რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი დააკავა

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის
ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი ვასილ ბექაური
დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ვასილ ბექაურმა ერთ-ერთი სამეწარმეო სუბიექტის
მფლობელს ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე დევნილთა საცხოვრებელი
კორპუსების სახურავების შესაცვლელად ჩასატარებელი სამუშაოების გადაცემისა
და დაფინანსების სანაცვლოდ ქრთამის სახით გარკვეული თანხის გადახდა
მოსთხოვა. 2016 წლის აპრილში, ვასილ ბექაურმა ქრთამის სახით აიღო 1800
ლარი. ამასთან, 2016 წლის 11 მაისს ვასილ ბექაურმა იმავე სამეწარმეო
სუბიექტის მფლობელისაგან ქრთამის სახით დამატებით მოითხოვა და აიღო 2000
ლარი, რა დროსაც იგი დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე
მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

banner
წინა სტატიაშიე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავებულებს სავარაუდოდ დღეს გაათავისუფლებენ
შემდეგი სტატია“აქ მიმდინარეობს ხელისუფლების ბრძოლა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ“