“აქ მიმდინარეობს ხელისუფლების ბრძოლა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ“

რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესს, რომელიც დღეს სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს, ესწრებოდნენ თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლები.

ისინი პროცესის მიმდინარეობისას კოლეგიის მიკერძოებულობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ პროცესზე მოსამართლე იყო მხარე, რომელიც იყო რუსთავი 2-ის წინააღმდეგ.

„სამწუხაროდ აქ მოსამართლეები მოგვევლინენ მხარედ და ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სასამართლო არ არის ობიექტური და აქ მიმდინარეობს ხელისუფლების ბრძოლა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ,“ – აღნიშნა ნინო გოგუაძემ.

banner
წინა სტატიაშისუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ნაძალადევის
შემდეგი სტატიამანუელ ვალსი: ევროკავშირი საქართველოს მიმართულებით აუცილებლად გაფართოვდება