ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავებულებს სავარაუდოდ დღეს გაათავისუფლებენ

საჩხერის რაიონში რუსი სამხედროების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავებულ ცხრა ადამიანს სავარაუდოდ დღეს გაათავისუფლებენ.

ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი ნოზაძის მამის მერაბ ნოზაძის ინფორმაციით, ოჯახმა უკვე გადაიხადა ჯარიმის თანხა და იმედი აქვთ, რომ დაკავებულებს დღესვე გაათავისუფლებენ.

„გადავიხადეთ ორი ათასი რუბლი. ჩვენი ინფორმაციით, დღეს 15:00 საათზე გაიმართება სასამართლო სხდომა და სავარაუდოდ ცხრავე დაკავებულებს იზოლოტარიდან 19:00 საათისთვის გამოუშვებენ“, – განაცხადა მერაბ ნოზაძემ.

რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ცხრა ადამიანი საჩხერის რაიონის სოფელ ოტრიასთან 12 მაისს დააკავეს. ცხრავე მათგანი საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში ცხოვრობს, ისინი ოტრიაში ჯონჯოლის დასაკრეფად იყვნენ წასული.

banner
წინა სტატიაში“ხალხს აღარ უნდა სიღარიბეში, გაჭირვებაში, უიმედობაში და ტყუილში ცხოვრება” – დავით ბაქრაძე
შემდეგი სტატიასუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ნაძალადევის