ზამთრის კურორტებზე 25 კვების ობიექტი დაჯარიმდა

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებას ზამთრის კურორტებზე. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონულმა სამსახურებმა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საკურორტო ზონაში და მაგისტრალზე არსებული 50 ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის ეტიკეტირება, შენახვისა და რეალიზაციის პირობები შეამოწმეს. გადამოწმდა რეგისტრირებული ბიზნესოპერატორების ბაზაც. სხვადასხვა შეუსაბამობის გამო 25 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

სააგენტოს ინსპექტორებმა ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნები გააცნეს და შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს.

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის, ჩართულობის და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, სასტუმროებში, რესტორნებსა და კაფე-ბარებში განთავსდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია.

სურსათის ეროვნული სააგენტო ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს რეგულარულად ამოწმებს.

banner
წინა სტატიაში1 კილოგრამი ჰეროინი და 3.8 კილოგრამი ოპიუმი: ავღანური ნარკოტიკი კანფეტის ქაღალდში – დაკავებულია ირანის ორი მოქალაქე
შემდეგი სტატიაბაჩო ახალაია არ არის კრიმინალი, ის არის პოლიტიკური ტყვე – ანი ნადარეიშვილი