გიორგი მღებრიშვილი: უწყებაში გუშინდელის შემდეგ 450 შეტყობინება შემოვიდა

შინაგან საქმეთა მინსტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის პერიოდში უწყებაში გუშინდელის შემდეგ 450 შეტყობინება შევიდა და ამ დროისთვის 500-მდე მაშველი კვლავ მუშაობს.

აღნიშნული განცხადება მღებრიშვილმა უჩამბის ხეობაში გააკეთა, სადაც ის პრემიერ-მინისტრის დავალებით იმყოფებოდა.

“პრემიერ-მინისტრის დავალებით კაბინეტის წევრები ვეწვიეთ სტიქიის ზონებს, ადგილზე რომ შევაფასოთ მდგომარეობა. მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნილია შტაბები, რათა ოპერატიულად მოხდეს რეაგირება ყველა პრობლემაზე. რაც შეეხება შს სამინისტროს, გუშინდელის შემდეგ 450 შეტყობინება შემოვიდა, 500-მდე მაშველი ახლაც მუშაობს, ასევე მუშაობს ქვეყნის მასშტაბით 100 ერთეული ტექნიკა. რაც მთავარია, ადამიანური მსხვერპრლი არ გვაქვს და ეს უკვე დიდი მიღწევა და წარმატებაა, რადგან ჩვენი მაშველები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ”, – აღნიშნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიპეტრე მამრაძე: დიდგორზე ყრილობის ჩატარება ყოველგვარ ზღვარს სცილდება!
შემდეგი სტატიასურამის გვირაბში გასვლის დროს ახალი მატარებელი კედელს მიედო?