ცოტნე გამსახურდია: სუპერპუმებზე რომ არაფერი ვთქვათ, სად არის კომპანია შპს ,,ავიასერვისის’’ მფლობელობაში არსებული სხვა ვერტმფრენები

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება - "იბერიაში" მისი მოწამვლით მოკვლა სცადესსუპერპუმებზე რომ არაფერი ვთქვათ, სად არის კომპანია შპს ,,ავიასერვისის’’ მფლობელობაში არსებული სხვა ვერტმფრენები, რატომ ხდება საჭირო ვერტმფრენების გამოძახება აზერბაიჯანიდან (და შესაძლოა თურქეთიდანაც) , როცა ივანიშვილი თავის ვერტმფრენებს ზოგავს და თითს არ ანძრევს ხანძრებისა და წყალდიდობის მძევლად ქცეული მოსახლეობისა და ბუნებრივი რესურსების გადასარჩენად?
როგორც ცნობილია კომპანია შპს ,,ავიასერვისის’’ აქციათა 40% ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაა (კომპანია ეწევა ვერტოდრომის ექსპლოატაციას ივანიშვილის რეზიდენციაში). ეს შპს წარმოადგენს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორულ ზონაში 1998 წელს დარეგისტრირებული კომპანია „ვენითი ოვერსიზ ლიმითედი“ (VANITY OVERSEAS LIMITED)–ის შვილობილ კომპანიას-წერს ცოტნე გამსახურდია.

banner
წინა სტატიაში,,ოცნების,, გზები სენაკში (ფოტოები)
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბორჯომის ხეობაში ჩავიდა