სუ-24-ის ჩამოვარდნის ვერსიებთან დაკავშირებით სწავლულები რუსული და თურქული ოფიციალური ვერსიების შეუძლებლობაზე საუბრობენ

ბელგიელი ასტროფიზიკოსების აზრით, სუ-24-ის ჩამოგდების ორივე, თურქული და რუსული ვერსია ფაქტებს არ ემთხევვა – ამის შესახებ ტომ ვან დორსლაპე და ჯოვანი ლაპენტა საუბრობენ ლიოვენას უნივერსიტეტიდან.
მათ სუ-24-ის ფრენის ძირითადი მაჩვენებლები შეისწავლეს, მათ შორის მიმართულება და სიმაღლე. კვლევა უნივერსიტეტის საიტზე დევს.
თურქული მხარის განცხადებით, თვითმფრინავი მას შემდეგ ჩამოაგდეს, რაც ის 17 წამის მანძილზე თურქულ საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა და დაახლოებით 2 კმ-ით შევიდა საზღვრის სიღრმეში.
იმის გათვალისწინებით, თუ სად დაეცა თვითმფრინავის ნამსხვრევები, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მაშინ, როცა თვითმფრინავს რაკეტა მოხვდა, ის 980 კმ/საათში მოძრაობდა. ამ სიჩქარით, თვითმფრინავს 2 კილომეტრის დასაფარავად სჭირდება 7 და არა 17 წამი.
ამასთანავე, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული სიჩქარით თვითმფრინავს 80 კილომეტრის გავლა შეეძლო. “როგორ შეეძლოთ თურქ სამხედროებს იმის პროგნოზირება, რომ რუსული თვითმფრინავი დაარღვევდა საჰაერო სივრცეს? სამხედრო თვითმფრინავები ძალიან სწრაფებია და თეორიულად სუ-24-ს შეეძლო მოტრიალება. გაფრთხილება, რომელიც რუსი პილოტების მიმართ გაკეთდა, იმ მომენტისთვის მხოლოდდამხოლოდ “სპეკულაცია იყო, სხვა არაფერი” – ამბობენ მეცნიერები.
რუკა, რომელიც რუსულმა მხარემ წარმოადგინა, აჩვენებს, რომ თვითმფრინავი თურქეთის მიმართულებით 90 გრადუსით მას შემდეგ შეტრიალდა, რაც მას მოხვდა რაკეტა. ასევე, მოსკოვი ამტკიცებს, რომ თვითმფრინავს თურქული საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.
მეცნიერების აზრით, 90 გრადუსიანი მოხვევის გაკეთება თვითმფრინავს მაღალ სიჩქარეზე არ შეეძლო. ეს შესაძლებელი იყო მხოლოდდამხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მას უკვე მოხვდა მასზე მძიმე ან სწრაფი ნივთი – რაკეტა კი თვითმფრინავზე ბევრად მსუბუქია. “90 გრადუსიანი მოხვევა მეტად დამაჯერებელია, თუკი მანქანას მატარებელი დაეჯახება” – ამბობენ მეცნიერები.
ამასთანავე, ისინი არ ამტკიცებენ, რომ მათი რომელიმე ვერსია უფრო მეტად სწორია ვიდრე მეორე. მათი თქმით, მათ უბრალოდ, უნდოდათ ეთქვათ, რომ, ფაქტებთან და ციფრებთან მიმართებაში აუცილებელია მეტად ყურადღებით იყვნენ ოფიციალური უწყებები.

banner
წინა სტატიაში“თუ დიეტაზე იქნები და მარტო 10-თეთრიან სალათის ფოთლებს ჭამ მთელი დღე, მაშინ გეყოფა 1,18 ლარი”
შემდეგი სტატიაობამას თქმით მსოფლიო კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა გაერთიანდეს