სტუ-ს მოშიმშილე პროფესორი ზაალ მიქაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოშიმშილე პროფესორი ზაალ მიქაძე ჯანმრთელობის გაუარესების გამო, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც სტუ-ს პროფესორმა ფირანი კობიაშვილმა განაცხადა, მიქაძე მეხუთე დღეა რაც მშრალ შიმშილობაზე იყო და დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. პროფესორ მიქაძეს სამედიცინო დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალმა ადგილზეც აღმოუჩინა, თუმცა ექიმების რეკომენდაციით, საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია.

ზაალ მიქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

სტუ-ს რამდენიმე პროფესორი უკვე რამდენიმე დღეა რაც რექტორის არჩილ ფრანგიშვილის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკურ ცვლილებზე საუბრობს
შემდეგი სტატიასაინიციატივო ჯგუფი თსუ-ს აკადემიური საბჭოს ფორმატის გაზრდას ითხოვს