მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკურ ცვლილებზე საუბრობს

ოდესის გუბერნატორი უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში კვლავ ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს. ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა დოიჩე ველეს მისცა.
ძირითადად გუბერნატორმა ინტერვიუში უკრაინაში ვითარების გაუმჯობესების გზებზე ისაუბრა- „ჩვენ საკმაოდ კვალიფიციური პრემიერ-მინისტრი, მაგრამ სუსტი მთავრობა გვყავს, რომელსაც ძლიერი ინტერესები აქვს პარლამენტში. ამ ორგანოს კი რეალური რეფორმის ყველა ინიციატივის დაბლოკვა სურს. თუ პრემიერ-მინისტრს მართლაც უნდა ცვლილებები, ის რეფორმებზე ორიენტირებულ პოლიტიკოსებთან ერთად ხალხს უნდა ელაპარაკოს. ასევე უნდა უთხრას პრეზიდენტს, რომ პროცესები ძველებურად ვერ გაგრძელდება, რადგან პრეზიდენტი ყოველთვის ბალანსს იცავდა განსხვავებულ ინტერესებს შრის,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეროს რამაზოტი საქართველოში გამართულ კონცერტს გარდაცვლილ მომღერალ პრინცს მიუძღვნის
შემდეგი სტატიასტუ-ს მოშიმშილე პროფესორი ზაალ მიქაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს