“სწორი პასუხები საზოგადოებისგან მოდის” – პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლელებებზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს იმყოფება.
გიორგი მარგველაშვილი ,,კონსტიტუცია ყველასიას” ფარგლებში სტუდენტებს ხვდება.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას კონსტუტუციის ცვლილების პროცესში საზოგადოების ფართო ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

მარგველასვილი ამბობს, რომ ქვეყნის მთავარი დოკუმენტის ირგვლივ ყველაზე სწორი, ადეკვატური შეფასება იმ პიროვნებებისგან მოდის, რომელთა პოლიტიკური ცხოვრება მათი პროფესიული ბიოგრაფია არ არის.

“მინდა გაგიზიაროთ ჩემი რწმენა – რისი მჯერა მე პოლიტიკაში. მინდა გითხრათ, რომ მთავარი რისიც მწამს, რისიც მჯერა, რაც ჩემი აზრით, არის წარმართველი პოლიტიკური ცხოვრების, ეს არის ხალხის აზრი და პოლიტიკურად ამას დემოკრატია ჰქვია.
მართალაც მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკური კითხვის გადამწყვეტი, პოლიტიკოსისთვის მოტივის, სწორი აღმოჩენების მიმცემი საზოგადოებასთან ურთიერთობაა, საზოგადოებრივი აზრის გაგება და ამისი გადატანა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამიტომაც, როცა ჩვენს წინაშე გაჩნდა კითხვა, რა ახალი, მთავარი კანონი უნდა მივიღოთ, ჩემთვის ბუნებრივი იყო, რომ ამ ახალი კანონის თაობაზე თათბირი საზოგადოებასთან უნდა დამეწყო. კითხვის გარეშე იყო ის საკითხი, როგორ უნდა მოვაწყოთ ჩვენი თანაცხოვრება, ამაზე პასუხი უნდა წამოსულიყო ხალხისგან. ძირითადი გადაწყვეტილებები ამ კანონის მოწყობის თაობაზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული დემოკრატიულ პრინციპებზე. ამას სრული გულწრფელობით ვამბობ, იმიტომ რომ ჩემს პოლიტიკურ ბიოგრაფიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ საზოგადოებასთან კონსულტაციის პრინციპი, ხალხის მიერ შეფასების მიცემის უნარი ჩემთვის სადმე კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო. აღმოჩნდა რომ ყველაზე სწორად, ადეკვატურად შეფასება იმ პიროვნებებისგან მოდის, რომელთა პოლიტიკური ცხოვრება მათი პროფესიული ბიოგრაფია არ არის, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ არსებობს სიბრძნე და ალღოს უნარი, მე ყოველთვის ვხედავდი, რომ ძირითადი, სწორი პასუხები საზოგადოებისგან მოდიოდა”- განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება და ახალ პარტიას ქმნის
შემდეგი სტატია„პრეზიდენტი პარტიებთან და ე.წ. ექსპერტებთან თანხმდება, როგორ მიიტანონ შეტევა პარლამენტზე“ – ირაკლი კობახიძე