დავით უსუფაშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება და ახალ პარტიას ქმნის

დავით უსუფაშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ყოფილმა თავმჯოდმარემ დღეს, სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. უსუფაშვილმა საზოგადოებას კონკრეტული სამოქალაქო და პოლიტიკური ინიციატივები გააცნო. მისი თქმით, ახალი პარტიის ფორმირება თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დასრულდება, საარჩევნო გუნდის წარდგენა კი მაისის ბოლოს მოხდება. დავით უსუფაშვილის განცხადებით, მისი პარტია იქნება ცენტრისტული, რომელიც სხვადასხვა ფლანგიდან თავს მოუყრის რაციონალურ და ეფექტურ მიდგომებს. პარლამენტის ყოფილი თავმჯოდმარე აცხადებს, რომ ახალი პარტია ხელისუფლებისთვის ბრძოლაში ჩაებმება სრულფასოვანი პროგრამით.

უსუფაშვილის განცხადებით,სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის საჭიროა შეიქმნას სამოქალაქო პარტნიორობა , როგორც ეს მოხდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობის დროს. მისივე თქმით, ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს არა “მორიგი მხსნელი”, არამედ ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ახალი მიდგომები ექნება.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო ბიუჯეტში მარტში მილიარდ ლარზე მეტი შევიდა
შემდეგი სტატია“სწორი პასუხები საზოგადოებისგან მოდის” – პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლელებებზე საუბრობს