სტრატეგიულ მილსადენებზე მონიტორინგის ახალი სისტემა დამონტაჟდა

სტრატეგიულ მილსადენებზე მონიტორინგის ახალი სისტემა დამონტაჟდა.

ამასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს ციხისჯვრის განყოფილებში იმყოფებოდა.

მინისტრის მოადგილე აღნიშნული ბაზის გარე და შიდა პერიმეტრზე ახლად დამონტაჟებული, ანალიტიკური ფუნქციით აღჭურვილი, ციფრული სამეთვალყურეო ვიდეოკამერებისა და სამორიგეო ოთახში განთავსებული კამერების მონიტორინგის სისტემის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

სამეთვალყურეო სისტემა ბაზის შიდა და გარე პერიმეტრის გარეშე პირების შეჭრისგან სრულყოფილ დაცვას უზრუნველყოფს. აღნიშნული სისტემა ბაზის უსაფრთხოების ხარისხს მნიშვნელოვნად აამაღლებს.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დღეს პირველად შეიკრიბება
შემდეგი სტატიაჩიორა თაქთაქიშვილი: მეგობრებო, ნუ იქნებით ივანიშვილის თანამოაზრეები და საკუთარი პარტიის ამრევები