სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დღეს პირველად შეიკრიბება

დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველად სხდომა გაიმართება.

აღნიშნულ კომისიაში სულ 73 წევრია, რომლიდანაც 23 წევრი უმრავლესობიდანაა, რვა – „ნაციონალურ მოძრაობიდან“, ორი – „პატრიოტთა ალიანსიდან“, თითო-თითო კი, „ლეიბორისტებს“, „თავისუფალ დემოკრატებს“ და „დემოკრატიულ მოძრაობას“ ეყოლება.

ასევე, კომისიაში აღმასრულებელი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები შედიან.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი ადმინისტრაციის წევრები აღნიშნული კომისიის მუშაობაში ჩართვას არ აპირებენ.

გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადება პარლამენტის ყოფილ თავმდჯომარე დავით უსუფაშვილ შესთავაზეს, რომლისგანაც უარი მიიღეს.

პირველ სხდომაზე კომისიის 73-კაციანი შემადგენლობა ოთხ სამუშაოდ ჯგუფად დაიყოფა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიმართულებების მიხედვით იმუშავებს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო
შემდეგი სტატიასტრატეგიულ მილსადენებზე მონიტორინგის ახალი სისტემა დამონტაჟდა