ჩიორა თაქთაქიშვილი: მეგობრებო, ნუ იქნებით ივანიშვილის თანამოაზრეები და საკუთარი პარტიის ამრევები

ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი თანაგუნდელებს მოუწოდებს, საბოტაჟსა და საკუთარი პარტიის არევას თავი დაანებონ.

ამის შესახებ თაქთაქიშვილი განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აღნიშნავს, 20 იანვარს პარტიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ევროპული სტილის ყრილობა გაიმართება.

„მეგობრებო, დაანებეთ თავი საბოტაჟს, პოლიტსაბჭოს მიერ უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების რევიზიას, ყრილობის გადადებაზე სჯა-ბაასს. 20 იანვარს ჩატარდება ენმ-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ევროპული სტილის ყრილობა, შეიქმნება ისტორიული მაგალითიც, აზრთა სხვადასხვაობა როგორ უნდა გადაწყდეს პარტიის შიგნით დემოკრატიული პროცესის ფარგლებში, ყველას შეეძლება ყრილობაზე საკუთარი წინადადების დაყენება და აზრის გამოთქმა.

იყავით ამის ნაწილი! ნუ იქნებით საკუთარი პარტიის ამრევები, ივანიშვილის თანამოაზრეები!“, – აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი.

banner
წინა სტატიაშისტრატეგიულ მილსადენებზე მონიტორინგის ახალი სისტემა დამონტაჟდა
შემდეგი სტატიაფოთის პორტი შეფერხებების გარეშე მუშაობს