სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ხაზი გაუსვა, რომ ქართველი ხალხის ბრძოლას აზრი ჰქონია – ნინო კალანდაძე

“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, პირველ რიგში, ხაზი გაუსვა, რომ ქართველი ხალხის ბრძოლას აზრი ჰქონია,“ – ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნინო კალანდაძემ, რუსთაველის გამზირზე გააკეთა, სადაც 14:00 საათზე რუსთავი2-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი დაიწყება.

ნინო კალანდაძის აზრით, პროდასავლური ღირებულებებისთვის ბრძოლას აზრი აქვს. მან ხელისუფლებაც გააკრიტიკა.

„დღეს არის საზეიმო დღე, რუსთავი2-მა ქართველ საზოგადოებასთან ერთად ოლიგარქიულ მმართველობაზე გაიმარჯვა და ამან ბრძოლის ძალა უნდა მოგვცეს, ბოლომდე მივიყვანოთ ბრძოლა,“ – განაცხადა ნინო კალანდაძემ.

banner
წინა სტატიაშიეს არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასასრულის დასაწყისი – ოთარ კახიძე
შემდეგი სტატიაევროკავშირის სამიტი: პოლონეთი საფრანგეთს შანტაჟში ადანაშაულებს