ეს არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასასრულის დასაწყისი – ოთარ კახიძე

ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე, რუსთაველზე 14:00 საათზე რუსთავი2-ის მხარდასაჭერად დაგეგმილი აქცია-კონცერტს თანაგუნდელებთან ერთად დაესწრება.
„ქართულ საზოგადოებასთან ერთად, პოლიტიკოსები, არასამთავრობოები, ყველა აღვნიშნავთ რუსთავი2-ის გამარჯვებას ბიძინა ივანიშვილზე”- ამბობს დეპუტატი.
მისი თქმით, პროცესები, რომელიც ქვეყანაში მიდის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასასრულის დასაწყისია.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასასრულის დასაწყისი, ჩემთვის ასე აღიქმება სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან ამ გადაწყვეტილების გამოტანის დღე, როდესაც ივანიშვილს უთხრეს, რომ ისე არ არის, როგორც შენ მოინომებ, ისე არ დალაგდება“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ი ობამას მიერ დანიშნული პროკურორებისგან თანამდებობების დატოვებას ითხოვენ
შემდეგი სტატიასტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ხაზი გაუსვა, რომ ქართველი ხალხის ბრძოლას აზრი ჰქონია – ნინო კალანდაძე