ევროკავშირის სამიტი: პოლონეთი საფრანგეთს შანტაჟში ადანაშაულებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ბეატა შიდლომ საფრანგეთის პრეზიდენტი ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე პოლიტიკურ შანტაჟში დაადანაშაულა. თავის დასკვნით გამოსვლაში მან განაცხადა, რომ, ფრანსუა ოლანდის მუქარა, პოლონეთისთვის სუბსიდიების გადახდის თაობაზე, მიუღებელია. ადრე, პოლონური დელეგაცია ევროსაბჭოს პრეზიდენტად დონალდ ტუსკის დანიშვნას უშედეგოდ შეეცადა. პოლონეთს სამიტის საბოლოო კომუნიკესთვის ხელიც არ მოუწერია.
უარმა სადილის მაგიდაზე კონფრონტაცია გამოიწვია, როცა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები პოლონეთის განვითარებაში ფულს იხდიან. “თუკი ვინმე იმას ამბობს, რომ ჩვენ ცუდად ვიქცევით და ფულს არ მოგვცემენ, ასეთ განცხადებას ვერ მივიღებთ” – გუშინ პრეს-კონფერენციაზე თქვა შიდლემ. “შემიძლია სერიოზულად აღვიქვა იმ ქვეყნის პრეზიდენტის შანტაჟი, რომლის რეიტინგი საკუთარ ქვეყანაში 4%-ია და რომელიც მალე პრეზიდენტიც არ იქნება?” – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა და გაერთაინების პარტნიორები გააფრთხილა, რომ “სხვადასხვა სიჩქარის ევროპის” კონცეფცია მისთვის მიუღებელია.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ხაზი გაუსვა, რომ ქართველი ხალხის ბრძოლას აზრი ჰქონია – ნინო კალანდაძე
შემდეგი სტატია“რუსთავი2-ის დაპყრობის შემთხვევაში სხვა პატარა, დაუცველი ტელევიზიების რიგი დადგება”- გიორგი თარგამაძე