სტრასბურგის გადაწყვეტილება დასტურია, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო, ადგილი ჰქონდა ადამიანების მკვლელობას, წამებას, საკუთრების ხელყოფას

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 19, 2019 12:41

სტრასბურგის გადაწყვეტილება დასტურია, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო, ადგილი ჰქონდა ადამიანების მკვლელობას, წამებას, საკუთრების ხელყოფას

გუშინდელი დღე და სტრასბურგის გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის რეჟიმის დროს არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო, ადგილი ჰქონდა ადამიანების მკვლელობას, ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას, ადამიანების წამებას, საკუთრების ხელყოფას, ეს არის მოცემულობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საზოგადოებამ იხილა, როგორ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ ჩირქი მოსცხოს იმ მთავარ პრინციპებს და ფასეულობებს, რომელსაც ეფუძნება ევროპული დემოკრატია.

ჟურნალისტის კითხვაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, „რუსთავი 2“-იდან ნიკა გვარამიას წასვლას ზეიმობს თუ არა, მამუკა ბახტაძემ უპასუხა: „ჩვენ ვზეიმობთ ქართველი სპორტსმენების გამარჯვებას, ქართველი ხელოვანების წარმატებას და მთელი ერი ვიზეიმებთ ერთად, როდესაც დავამარცხებთ ორ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევას, ოკუპაციას და სიღარიბეს“.

მისივე თქმით, გუშინდელი დღე და სტრასბურგის გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის რეჟიმის დროს არ იყო სამართლებრივი სახელმწიფო.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის რეჟიმის დროს ადგილი ჰქონდა ადამინების მკვლელობას, ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას, ადამიანების წამებას, საკუთრების ხელყოფას, ეს არის მოცემულობა. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის საქმეს, მის არც ერთ ეპიზოდში სტრასბურგის სასამართლომ ხარვეზი არ დაადგინა. ამასთანავე, გუშინდელი დღე იყო გამოხატულება იმისა, რომ საქმე გვაქვს ფსევდოდემოკრატიულ ძალებთან, რომლებიც წლების განმავლობაში ამტკიცებენ, რომ მათი მთავარი მიზანი არის საქართველოს ევროპული გზა და აღმოჩნდა, რომ ეს არის ფარსი. ჩვენ ვიხილეთ როგორ ცდილობს ნაციონალური მოძრაობა ჩირქი მოსცხოს იმ მთავარ პრინციპებს და ფასეულობებს, რომელსაც ეფუძნება ევროპული დემოკრატია. ყველა ძალას, ვისთვისაც ჩვენი ევროპული არჩევანი, რომ საქართველოში იყოს მყარი ევროპული სამართლებრივი სისტემა, ვისთვისაც ეს არჩევანი მნიშვნელოვანია დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამ საკითხზე, ვინაიდან, ეს ითაგმნება მარტივად, რომ აქვს ადგილი შეტევას ჩვენს ევროპულ მისრწაფებაზე და იმ პრინციპების დაზიანებაზე, რომელსაც ეფუძნება ევროპული დემოკრატია და ის ფასეულობები, რომლითაც უნდა ავაშენოთ სამშობლო. ეს გადაწყვეტილება არის უზენაესი და ყველას მინდა მოვუწოდო, რომ დავემორჩილოთ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 19, 2019 12:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,251
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics