„რუსთავი 2“-ს დადუმებას სხვა ტელევიზიების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ცვლილება მოჰყვება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 19, 2019 12:30

„რუსთავი 2“-ს დადუმებას სხვა ტელევიზიების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ცვლილება მოჰყვება

ოპოზიციონერი დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მოსაზრებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს დადუმებას სხვა ტელევიზიების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ცვლილება მოჰყვება, რათა საზოგადოებამ ქვეყანაში ვერ იგრძნოს გაზრდილი ფასები, უმუშევრობა და ის გაჭირვება, რაც ქვეყანაში არსებობს.

როგორც ჟურნალისტებს ჭიაბერაშვილმა განუცხადა, „რუსთავი 2“-ს საკუთრების შეცვლის უკან ბიძინა ივანიშვილი რომ დგას, ამაში ეჭვი მის მომხრეებსაც არ ეპარებათ, რომლებიც ცინიკური სახით აცხადებენ, რომ თითქოს, არანაირი ინტერესი „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს არ აქვთ და საქმე კერძო პირებს შორის დავას ეხება.

„სახელმწიფო ინსტიტუტების ასეთი მობილიზება იმისათვის, რომ ქიბარ ხალვაშს „რუსთავი 2“ დროზე გადაეფორმებინა, ცხადად მიუთითებს, რომ ეს პირდაპირი ინტერესია ბიძინა ივანიშვილის, თუმცა ამის გარეშეც, წლების განმავლობაში, რას ამბობდა და აკეთებდა ივანიშვილი? ეს არის მკაფიო ამხსნელი, რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა ივანიშვილის მთავარი სამიზნეა და არ უნდა, რომ ქვეყანაში კრიტიკული აზრი არსებობდეს, რადგან „რუსთავი 2“-ს დადუმებას სხვა ტელევიზიების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ცვლილება მოჰყვება, რათა ვერ ვიგრძნოთ ქვეყანაში გაზრდილი ფასები, უმუშევრობა და ის გაჭირვება, რაც ქვეყანაში არსებობს“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 19, 2019 12:30

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics