Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 19 857 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 716 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 551 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.64%

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 857 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 226 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 631 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 716 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 637 691.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.64%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 13.98% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.7%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 551 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 590 380.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 585 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 716 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 672 შემთხვევა, აჭარა – 61, იმერეთი – 253, ქვემო ქართლი – 56, შიდა ქართლი – 132, გურია – 110, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 150, კახეთი – 156, მცხეთა-მთიანეთი – 37, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 46.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 700 საიდანაც, 1 324 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 610, აჭარაში – 92, იმერეთში – 262. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 340 პირი, მათ შორის, თბილისში – 160, აჭარაში – 47, იმერეთში – 62. 29 376 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

banner
წინა სტატიაშითიბისი IT აკადემიაში 2022 წლის კურსებზე სტუდენტების მიღება დაიწყო
შემდეგი სტატიათურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად საქართველოში იმპორტირებული მედიკამენტების ფასი საშუალოდ 60%-დან 80%-მდეა შემცირებული – მთავრობის ადმინისტრაცია