სტივენ სიგალს, შესაძლებელია, რუსეთის დიპლომატიური პასპორტი მისცენ, მაგრამ ამით ის სისხლის სამართლის საქმეს თავს ვერ აარიდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლახანს დანიშნული სპეციალური წარმომადგენელის, სტივენ სიგალის წინააღმდეგ აშშ-ში სექსუალური შევიწროვების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს. რუსეთის საგარეო უწყება არ გამორიცხავს სიგალისთვის დიპლომატიური პასპორტის გადაცემას, თუმცა, მსახიობს სამართლებრივი დევნისგან ეს ვერ იხსნის.

ამერიკული საბრძოლო კინოს ყოფილმა ვარსკვლავმა რუსული პასპორტი 2016 წელს პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინისგან მიიღო. მანამდე დიდი ხნით ადრე მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა პუტინთან. 2013 წელს G8 სამიტზე, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩატარდა, რუსეთის პრეზიდენტმა მსახიობს არიზონასა და კალიფორნიაში საპატიო კონსულად ყოფნა შესთავაზა, თუმცა, ამერიკელებმა მაშინ ჩათვალეს, რომ პუტინმა იხუმრა. 2018 წელს სიგალი პუტინის ინაუგურაციაზე დაპატიჟეს. გასულ კვირას კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სიგალი უწყების სპეციალური წარმომადგენელია რუსულ-ამერიკულ ჰუმანიტარულ და კულტურულ-ისტორიულ საკითხებში. ახალმა ამბავმა ამერიკაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

2017 წლის აგვისტოში ამერიკელმა მსახიობმა პორშა დე როსსიმ სიგალს სექსუალურ შევიწროვებაში დასდო ბრალი საკუთარ “ტვიტერ” ბლოგზე. როსსის შემდეგ ათზე მეტმა ქალმა გამოთქვა იგივე პრეტენზია სიგალთან დაკავშირებით.
ლოს-ანჯელესის პროკურორის ოფისმა გაავრცელა, რომ სტივენ სიგალის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა, დეტალები არ გაუხმაურებია. საქმე, რომელსაც პოლიცია იძიებდა, 9 აგვისტოს პროკურატურას გადაეცა. უწყებამ დაადასტურა, რომ საქმე წარმოებაში მიიღო.

სიგალის სტატუსი დიპლომატიურ იმუნიტეტს გულისხმობს, მათ შორის სისხლის სამართლებრივ საქმესა და ჩვენების მიცემაზე. თუმცა, სტივენ სიგალის საქმე უფრო რთულადაა – სტივენ სიგალი აშშ-ს მოქალაქეა, ანუ, იმ ტერიტორიაზე, სადაც დიპლომატიური ფუნქციები უნდა შეასრულოს. ამ შემთხვევაში, ვენის კონვენცია არ ზღუდავს მოქალაქეს ჩვენების მიცემისგან. ამავე დროს, კონვენციის მიხედვით, დიპლომატიურ აგენტს იმუნიტეტი და ხელშეუხებლობა ეხება მხოლოდ იმ მოქმედებებში, რომელსაც “საკუთარი ფუნქციების” შესრულება განუსაზღვრავს. სექსუალური შევიწროვება კი ამ განსაზღვრებაში არ მოხვდება – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშისახლს ხიბულაში, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
შემდეგი სტატიასენატორი მაკკეინი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებით კმაყოფილია