სენატორი მაკკეინი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებით კმაყოფილია

მიმდინარე კვირას აშშ-მ რუსეთს ახალი მკაცრი სამქციები დაუწესა ბრიტანეთის ტერიტორიაზე ქიმიური ნივთიერების გამოყენების გამო. რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი კურსის მომხრეა, კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მიმართულებით მუშაობს – ამის შესახებ სენატორმა “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე დაწერა.
ოთხშაბათს მიღებული ახალი სანქციები ძალაში 22 აგვიოსტოს შევა. სანქციები ეხება ამერიკის მიერ საექსპორტოდ გაცემული ნივთების ლიცენზიას, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, ელექტრონიკას.

banner
წინა სტატიაშისტივენ სიგალს, შესაძლებელია, რუსეთის დიპლომატიური პასპორტი მისცენ, მაგრამ ამით ის სისხლის სამართლის საქმეს თავს ვერ აარიდებს
შემდეგი სტატიაკონგოს მოქალაქე აფხაზეთში სხვისი პასპორტით აპირებდა შესვლას