სახლს ხიბულაში, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აგვისტო 10, 2018 21:22

სახლს ხიბულაში, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

მნიშვნელოვანი

  • სახლს ხიბულაში, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

სხვა სტატიები

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძველ ხიბულაში მდებარე სახლს, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებაშია ნათქვამი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სოფელ ძველ ხიბულაში, მდინარე ჭანისწყლის მარჯვენა მხარეს მდებარე სახლში ზვიად გამსახურდია აღმოჩნდა 1993 წლის დეკემბერში, სამოქალაქო ომის დროს. სახლი ეკუთვნოდა ძველი ხიბულას მკვიდრ კარლო ღურწკაიას. ზვიად გამსახურდია ამ სახლში, გაურკვეველ ვითარებაში, 1993 წლის 31 დეკემბერს დაიღუპა.

სახლი ორსართულიანია, ქვედა სართული ქვისაა, ზედა ხის. წინა მხარეს აქვს აივანი, ჩრდილო-აღმოსავლეთით მიდგმული აქვს ქვის კიბე. სახლის ფართობი 108 კვ. მეტრია, საკარმიდამო ნაკვეთისა 12500.00 კვ. მეტრი. სახლი ძლიერ დაზიანებულია და მოითხოვს კაპიტალურ შეკეთებას. 2015 წელს საზოგადოების ერთმა ჯგუფმა შეისყიდა აღნიშნული აღნიშნული სახლ-კარი და საკარმიდამო ნაკვეთი. ამჟამად იგი გაფორმებულია ნუგზარ შონიას სახელზე. ნუგზარ შონია და საზოგადოება ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალური მუზეუმის მოწყობის მიზნით გამოთქვამს მზაობას, აღნიშნული სახლ-კარი გადასცეს სახელმწიფოს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აგვისტო 10, 2018 21:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics