სტიქიის ზონაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გაემგზავრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, სამეგრელო ზემო – სვანეთის რეგიონში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა, სადაც ადგილზე გაეცნობა მდინარე ნენსკრაზე მიმდინარე სტიქიური მოვლენების გამომწვევ მიზეზებს.

როგორც ,,თაიმერს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე ვითარების გაცნობის შემდეგ რეკომენდაციებს გასცემენ შემდგომი რეაგირებისთვის.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს, ღამის საათებში, მდინარე ნენსკრას აუზში, სავარაუდოდ, უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად ადიდდა მდინარე ნენსკრა, რამაც ღვარცოფული პროცესების განვითარება გამოიწვია.

სააგენტოს ინფორმაციით, 5 – 8 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება; დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება მოხდეს.

banner
წინა სტატიაში,, სამინისტროების გაერთიანების ერთადერთი მიზანი იუსტიციის მინისტრის გაშვება იყო, თუმცა გაუგებარია, იყო თუ არა ამისთვის საჭირო ამდენი წვალება”
შემდეგი სტატიასტიქიის ზონა – ფოტოები სოფელ ჭუბერიდან