,,სტამბულს დიდი მიწისძვრა ემუქრება,,

14328804_639588112868046_1363038481_nთურქეთის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერისა და დედქალაქ ანკარას მერის მელიჰ გიოკჩეკის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლების მიერ ამბოხების მოწყობის ბრალდებით ძებნილი ფეტულაჰ გიულენისა და ასევე ძებნილი ცნობილი ჟურნალისტის ემრე უსლუს მხარდამჭერი საერთაშორისო ძალები ქვეყნის უდიდეს ქალაქში, სტამბულში ხელოვნური მიწისძვრის გამოწვევას აპირებენ, რომელსაც შესაძლებელია თურქეთისთვის საზარელი შედეგები მოჰყვეს…
თურქული ,,ჰაბერ თურქის,, ცნობით, ანკარის მერმა სოციალური ქსელით გაკეთებულ განცხადებაში დაბეჯითებით აღწერა ის სცენარი, რომელსაც გარკვეული ძალები, სტამბულში ხელოვნური მიწისძვრის გამოწვევით, უმზადებენ თურქეთს…
,,მსოფლიოში არსებობს ორის სახის მიწისძვრა, რომელთაგან ერთი – ბუნებრივად, დედამიწის შრეების ურთიერთქმედებით ხდება, ხოლო მეორე – ხელოვნურად, დედამიწის წიაღში გარკვეული აფეთქებების შედეგად… სტამბულთან ახლოს, მარმარილოს ზღვაზე სხვადასხვა ქვეყნის გემები სეისმურ დაკვირვებებს და ცდებს ატარებენ… სწორედ მათ შორის არიან ისინი, რომლებიც ავრცელებენ ინფორმაციას და ამზადებენ ნიადაგს, რომ თითქოსდა მარმარილოს ზღვაზე მიწისძვრაა მოსალოდნელი… ყველაზე ბოლოს აქ ფრანგული გემი იყო, რომლებსაც შესაძლოა მოსამზადებელი სამუშაოები შეესრულებინათ მიწისძვრის მოსაწყობად… სწორედ მათ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სტამბულში შესაძლებელი 8 ბალიანი მიწისძვრა მოხდეს, რასაც თურქული ობსერვატორია არ ადასტურებს… ეტყობა, რომ გარკვეულ სცენარს ამზადებენ… ხელოვნური მიწისძვრის მომწყობთა მიზანია თურქეთის განადგურება და მისი ეკონომიკის დანგრევა… წარმოდგენაც კი მზარავს იმისა, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მსგავს მიწისძვრას,, აცხადებს ანკარის მერი, რომელსაც უახლეს მაგალითად ჩრდილოეთ კორეის მიერ ზღვაზე ატომური აფეთქების შედეგად გამოწვეული 5,3 ბალის მიწისძვრა მოჰყავს და რომელიც გამოსავლის სახით, მარმარილოს ზღვაზე ყველა უცხოური კვლევითი ექსპედიციის სასწრაფო აკრძალვას ითხოვს.

banner
წინა სტატიაში2012 წლის არჩევნებმა მოიტანა თავისუფლება, მაგრამ ვერ მოიტანა კეთილდღეობა
შემდეგი სტატია„ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები კონკურენტებს გაურიგდნენ?