სტამბოლში “ქართველი კანონიერი ქურდების” შეხვედრის დეტალები გავრცელდა

უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოადგილემ ვიაჩესლავ აბროსკინმა გაახმოვანა ინფორმაცია სტამბოლში “ქართველი კანონიერი ქურდების” მიერ გამართული შეხვედრის შესახებ, რომელზეც განიხილეს სიტუაცია უკრაინაში. ამის შესახებ, მან დაწერა “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე.
“ამასწინათ სტამბოლში გაიმართა “კანონიერ ქურდთა” შეხვედრა “უმაღლეს დონეზე”, რომელშიც მონაწილეობდა “საპატივცემულო ხალხი” – “გია ქუთაისელი”, ნიჟარაძე, ცინცაძე, ლაშა ბარათელი და სხვა “ამხანაგი”. განხილულ იქნა უკრაინაში მათი “ძმების” დევნის საკითხი. ქართველი ეროვნების კანონიერი ქურდები ამას უკავშირებენ მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციაში გადასვლას. ეს აზრი არის მცდარი. მინდა დავამშვიდო “ამხანაგები”. დამნაშავეებისადმი ჩვენი ასეთი ყურადღება არ არის განპირობებული ეროვნული ნიშნით…ქურდი უნდა იჯდეს ციხეში განურჩევლად ეროვნებისა…უკრაინაში “კანონიერ ქურდებს” სულ უფრო და უფრო გაუჭირდებათ ცხოვრება და მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ისინი ჩვენს ქვეყანაში საბოლოოდ გაქრნენ”,- წერს უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოადგილე ვიაჩესლავ აბროსკინი

banner
წინა სტატიაშითურქეთში ფერადი სიმინდის მოყვანა დაიწყეს (ფოტოები)
შემდეგი სტატიაშოთა შალელაშვილი – 1%-იანი ბარიერი საჭიროა იმისთვის, რომ პატარა პარტიებიც მოხვდეს პარლამენტში, რაც საზოგადოებაში უთანხმოებას განმუხტავს