შოთა შალელაშვილი – 1%-იანი ბარიერი საჭიროა იმისთვის, რომ პატარა პარტიებიც მოხვდეს პარლამენტში, რაც საზოგადოებაში უთანხმოებას განმუხტავს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის შოთა შალელაშვილის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 1%-იანი ბარიერი იქნება შანსი ყველა ოპოზიციური პარტიისთვის პარლამენტში მოსახვედრად, რაც საბოლოო ჯამში ფართო კონსენუსის საფუძველი გახდება.

როგორც შალელაშვილმა Front news international-ს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა, იმისთვის, რომ საზოგადოებაში უთანხმოება არ არსებობდეს, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე ნაწილობრივ გადასვლა უნდა შესთავაზოს.

მისივე თქმით, ეს რა თქმა უნდა, უდიდეს რესურსს მოითხოვს, მაგრამ ფართო კონსენსუსთვის საჭირო და აუცილებელი ნაბიჯია, რაც მმართველ გუნდს მიცემს საზოგადოებრივ მხარდაჭერას და წარმოაჩენს კონსენსუსისკენ მსწრაფველ გუნდს.

“ჩვენ უკვე მივიღეთ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები, მაგრამ რამდენადაც ამბობენ, რომ ამ პროექტს მხოლოდ ერთი პარტია უჭერს მხარს და არა პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები, ჩვენ ალბათ, ვეტოს დაძლევა მოგვიწევს. იმისთვის, რომ საზოგადოებაში უთანხმოება არ არსებობდეს, ოპოზიციურ პარტიებს უნდა შევთავაზოთ მაგალითად, არა სრულად გადასვლა პროპორციულ სისტემაზე 2020 წლისთვის, არამედ ნაწილობრივ, ანუ დავტოვოთ 50 მაჟორიტარული მანდატი. ამით ჩვენ ვაჩვენებთ ოპოზიციას, რომ მზად ვართ კონსესუსისთვის. ოპოზიციურმა პარტიებმა ასევე უნდა გააკეთონ საპასუხოდ რამე, რომ ერთიანი შეთანხმებული კონსტიტუცია მივიღოთ, რათა ეროვნული თანხმობა შედგეს.

რაც შეეხება 1%-იან ბარიერს, ეს მოსახერხებელია მანდატების განაწილებისთვის, პირველ რიგში, ჩვენ მივიზადავთ ბევრ ოპოზიციურ პარტიას, რომლებსაც დაბალი რეიტინგი აქვთ. ამის შედეგად გაიზრდება თანხმობის მიღწევის შანსიც. თუ ჩვენ მათ 1%-იან ბარიერს დავუშვებთ, კონსენსუსი უფრო დიდი იქნება, ჩვენ ამ მხრივ პატარა პარტიებს ვაძლევთ შესაძლებლბას აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ვეუბნებით, რომ გადალახონ 1%-იანი ბარიერი, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ყველა პარტიაც მოხვდეს პარლამენტში. ამ შემთხვევაში ყველაფერი საერთო თანხმობით გამოვა, რათა საზოგადოებაში არ იყოს უთანხმოება. ეს იქნება შანსი ამ პარტიებისთვის, რომ ისინიც შევიდნენ პარლამენტში, ეს იქნება კონსესუსი”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, დეპუტატის თქმით, 2018 წლის არჩევნებისთვის საქართველოში პრეზიდენტს კვლავ ხალხი აირჩევს.

“2018 წელს ეს ძალაში რჩება, მაგრამ 2023 წლისთვის ამ ახალი კონსტიტუციით პარლამენტი აირჩევს პრეზიდენტს. იმისთვის, რომ მხოლოდ პარლამენტმა არ აირჩიოს, ჩვენ ვთავაზობთ კიდევ 300 ხმოსანის ჩართვას, ანუ პრეზიდენტი არჩეული იქნება 450 ხმით. მე ვფიქრობ, ეს 300 ხმა საჭირო არ იქნება, რადგან 2020 წელს, როდესაც ახალი პარლამენტი აირჩევა, უკვე ჩაწერილი იქნება, რომ ის ირჩევს პრეზიდენტს. ეს აძლევს სრულ ლეგიტიმაციას, ხალხს, საზოგადოებას უკვე ეცოდინება, რომ პარლამენტი აირჩევს პრეზიდენტს და ეს მისცემს აბსოლუტურ ლეგიტიმაციას, რომ პრეზიდენტი იყოს პარლამენტის მიერ არჩეული. საპარლამენტო რესპუბლიკისთვის ნორმალური და მისაღებია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს”, – განაცხადა შალელაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“, მესამე მოსმენით, 117 ხმით 26 სექტემბერს მიიღო.

იქამდე კი არასაპარლამენტო ოპოზიციამ ლიდერთა საბჭო შექმნა, რომლის ლიდერების თქმით, გაერთიანება იმუშავებს ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე, რომლის მთავარი პრიორიტეტიც საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება.

“თუ საპარლამენტო უმრავლესობა ამ ნაბიჯს გადავდგამთ და მზად ვიქნებით წავიდეთ იმ დათმობებზე, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ამით ყოველგვარ ნიადაგს გამოვაცლით ოპოზიციას და საზოგადოების აზრიც მკვეთრად გადმოიხრება უმრავლესობის სასარგებლოდ. ოპოზიციური პარტიების ლიდერების შექმნილი საბჭო ამ შემთხვევაში უშედეგო აღმოჩნდება და საპროტესტო აქციებსაც ვეღარ დაანონსებენ”, – აცხადებს დეპუტატი.

banner
წინა სტატიაშისტამბოლში “ქართველი კანონიერი ქურდების” შეხვედრის დეტალები გავრცელდა
შემდეგი სტატიამიშა მაგარია!