თურქეთში ფერადი სიმინდის მოყვანა დაიწყეს (ფოტოები)

თურქული მედიის ცნობით, ქალაქ აქსარაიში, სოფლის მეურნეობით დასაქმებულმა ჰალის ქათმანმა ფერადი სიმინდების მოყვანა დაიწყო, რომელიც მნახველების გაოცებას იწვევს.
ბაღჩაში სიმინდის მოყვანა ქათმანმა აშშ-იდან ჩამოტანილი თესლებით დაიწყო. მეუღლის მხარდაჭერით 500 კვ. მეტრზე გაშენებული ფერადი სიმინდის პირველი მოსავალი 6 თვის შემდეგ აიღო.
ბევრი ადამიანისთვის დაუჯერებელი იყო, მაგრამ ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი, წითელი და ნარინჯისფერი სიმინდები, უკვე რეალური გახდა. საინტერესოა როგორი იქნება მსგავსი სიმინდის ფქვილზე და ღერღილზე დამზადებული მჭადი და ღომი?

 

 

banner
წინა სტატიაშიგრიგალი, რომელმაც გერმანიაში 7 ადამიანი იმსხვერპლა, პოლონეთისკენ მიიწევს
შემდეგი სტატიასტამბოლში “ქართველი კანონიერი ქურდების” შეხვედრის დეტალები გავრცელდა