სტამბოლში, ყაჩაღობისას საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, ერთი დაიჭრა, ორს კი ეძებენ

სტამბოლში, საიუველირო მაღაზიის დაყაჩაღებისას საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, ერთი დაიჭრა, ორს კი ეძებენ. გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები მაღაზიაში შეიჭრნენ და იარაღი ამოიღეს, მაგრამ იუველირმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია და მათ წინააღმდეგ ცეცხლი გახსნა.

გამოცემა Milieyet-ის ინფორმაციით, „ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა 40 წლის იუველირი ეიუფ სედათ ქოჩერი და ერთ-ერთი თავდამსხმელი რაიბული აბრალავა, ეჭვმიტანილი ლევან ბელთახოძე კი დაიჭრა. მოგვიანებით ბელთახოძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მკურნალობის დასრულების შემდეგ კი დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს.

გამოძიებით დადგინდა,რომ ეჭვმიტანილებმა თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შეაღწიეს, მაღაზიის მახლობლად სახლი იქირავეს და რამდენიმეჯერ მაღაზიას ინფორმაციის შეგროვების მიზნით ეწვივნენ. პოლიცია საქართველოს ორი მოქალაქის ძებნას აგრძელებს.

banner
წინა სტატიაშირუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურჩასთან გავლებული მავთულხლართები ჩახსნეს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი იმდენად ვერ იტანს სააკაშვილს, რომ მას არ აინტერესებს სამართლიანობის პროცესი – თემურ ჯანაშია