პრეზიდენტი იმდენად ვერ იტანს სააკაშვილს, რომ მას არ აინტერესებს სამართლიანობის პროცესი – თემურ ჯანაშია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ მიხელ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი ეხმაურება. თემურ ჯანაშია მარგველაშვილის შეფასებებს წინასაარჩევნო კამპანიას უწოდებს.

ჯანაშიას თქმით, მარგველაშვილს იმდენად სძულს სააკაშვილი, რომ მას არ აინტერესებს სამართლებრივი პროცესი.
„როდესაც ლეგალურად იხარჯება ეს ხარჯები, პრეზიდენტის განკარგულებით, ჩართულია სახელმწიფოს სხვადასხვა აღმასრულებელი შტოები და მხოლოდ ჯანაშიას დასდევ, რატომ შეასრულე ეს განკარგულებაო, ესეც სასაცილოა რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც ჩანს, პრეზიდენტი იმდენად ვერ იტანს მიხეილ სააკაშვილს, რომ მას არ აინტერესებს სამართლიანობის პროცესი როგორ გაგრძელდება სასამართლოში და ამით ხელს უწყობს პროკურატურას და მალავს იმ განკარგულებებს, რომელიც გამოიცა 2013 წელს მიხეილ სააკაშვილის მიერ,“ – განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

banner
წინა სტატიაშისტამბოლში, ყაჩაღობისას საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, ერთი დაიჭრა, ორს კი ეძებენ
შემდეგი სტატიაკლუბ „ბასიანის“ ხმაურიანი საქმის ბრალდებულს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა