რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურჩასთან გავლებული მავთულხლართები ჩახსნეს

რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩასთან გავლებული მავთულხლართები ჩახსნეს. როგორც პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის დემონტაჟი დეკემბრის ბოლოს დაიწყეს.

მავთულხლართები დაახლოებით 200 მეტრით უკან გადაწიეს. სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.

გასული წლის აპრილში ოკუპანტებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩასთან ადგილობრივების საყანე მიწები შემოღობეს, რამაც მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შესახებ საკითხი გალის ოთხმხრივ, ასევე სხვა საერთაშორისო შეხვედრებზე დაისვა.

წყარო: პირველი არხი, ნატო ბერულავა.

banner
წინა სტატიაშიჩუგოშვილი და მეზვრიშვილი ერევიან სასამართლოს საქმიანობაში და აკეთებენ უპასუხისმგებლო განცხადებებს – ქვლივიძის ადვოკატი
შემდეგი სტატიასტამბოლში, ყაჩაღობისას საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, ერთი დაიჭრა, ორს კი ეძებენ